top of page

თანამედროვე განათლების აკადემიაში ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა


თანამედროვე განათლების აკადემიაში, მირანდა გაბრიჭიძის ხელმძღვანელობით, ჭადრაკის სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრში მონაწილეობა მეხუთე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.


ტურნირის დაწყებამდე, მეხუთე კლასელებმა ჭადრაკის წარმოშობისა და ქართველი მოჭადრაკეების შესახებ, პრეზენტაცია წარადგინეს.


ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, ხუთ ტურად ჩატარდა. პირველი ტურის პირველი პარტიის მონაწილეები შემთხვევითი პრინციპით შეირჩნენ. თითოეულ მონაწილეს ყოველ პარტიაზე სათამაშოდ 30 წუთი ჰქონდა განსაზღვრული.


ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულები V კლასელებს შორის არიან:


I ადგილი - ანდრია გომიაშვილი;

II ადგილი - ნიკოლოზ მოსეშვილი;

III ადგილი - კახაბერ გოგავა.


ტურნირის გამარჯვებულები IX კლასელებს შორის არიან:


I ადგილი - ალექსანდრე ქაშიბაძე;

II ადგილი - დემეტრე ჯაფარიძე;

III ადგილი - რატი ლიპარტელიანი.

პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.


თანამედროვე განათლების აკადემია გილოცავთ ჭადრაკის ტურნირში მიღწეულ წარმატებას!

Comments


bottom of page