top of page

თანამედროვე განათლების აკადემიაში საახალწლო ღონისძიება და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა


თანამედროვე განათლების აკადემიაში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად, მოწვეული სტუმრების წინაშე I, II, III, IV და V კლასის მოსწავლეები წარდგნენ. თითოეულმა კლასმა, მუსიკის პედაგოგთან ერთად, მუსიკალური ნომრები წარმოადგინა. ასევე, ლექსები წაიკითხეს რუსული და ინგლისური ჯგუფების მოსწავლეებმა.


პარალელურად გაიმართა საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც წარმოდგენილი იყო პირველი, მეორე, მესამე ა, ბ და მეოთხე ა კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები.


ორგანიზატორებისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება ბავშვთა ჰოსპისს.

საახალწლო ღონისძიებას ორგანიზება ინგლისურის მასწავლებელმა ნანო მატუამ და ხელოვნების მასწავლებელმა ნინო იოვაშვილმა გაუწიეს. ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თითოეული კლასის დამრიგებელმაც.


תגובות


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page