აკადემიის II ბ კლასის მოსწავლეებმა "ზაქარას კეთილ მანქანას" უმასპინძლეს
- CEA
- Dec 28, 2022
- 1 min read
Updated: Jan 25, 2023
თანამედროვე განათლების აკადემიის II ბ კლასის მოსწავლეებმა "ზაქარას კეთილ მანქანას" უმასპინძლეს. კლასის დამრიგებლის, მანანა მაისურაძის ხელმძღვანელობით, პატარებმა აკადემიაში დასახვედრი ღონისძიება მოაწყეს და მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები გადასცეს.
„ზაქარას კეთილი მანქანა“ ქუჩაში მცხოვრებ ოთხფეხა მეგობრებზე უანგაროდ ზრუნავს. მოსწავლეების დაინტერესება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
მანამდე პატარებმა მოთხრობა „ნამდვილი ადამიანი“ შეისწავლეს და გადაწყვიტეს მოეძებნათ და გაეცნოთ მსგავსი ადამიანები. დაუკავშირდნენ „კეთილ ზაქარას“, დაამზადეს პოსტერები და ნახატები. ასევე, მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და შეგროვებული თანხით მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები შეიძინეს.
---------------------
Comments