top of page

თანამედროვე განათლების აკადემიაში გალილეო გალილეის მიღწევებზე ისაუბრეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 16, 2023
  • 1 min read

15 თებერვალი გალილეო გალილეის საიუბილეო თარიღია. თანამედროვე განათლების აკადემიის მეშვიდე დ კლასის მოსწავლეებმა ცნობილი იტალიელი ფიზიკოსის, ასტრონომისა და ფილოსოფოსის შესახებ, საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინეს. მათ გალილეოის ცხოვრება-მოღვაწეობასა და მიღწევებზე ისაუბრეს და თანაკლასელებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.


პრეზენტაციის გარდა, მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც.


ღონისძიება ფიზიკის ლაბორატორიაში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება საგნის მასწავლებელმა ნინო ქემოკლიძემ გაუწია.

იტალიელი ფიზიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი, სამეცნიერო რევოლუციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, პოეტი, ფილოლოგი და კრიტიკოსი გალილეო გალილეი 1564 წლის 15 თებერვალს ქალაქ პიზაში დაიბადა.


მის მიღწევათა შორისაა ტელესკოპის გაუმჯობესება. 1609 წელს ასტრონომიული ხელსაწყოს შექმნის შემდეგ, გალილეომ ციური სხეულების მოძრაობის შესწავლა დაიწყო. დროთა განმავლობაში მან ტელესკოპის მოდერნიზება მოახერხა და ობიექტების 32-ჯერ გადიდებას მიაღწია.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page