top of page

"თაბაშირის იუდა" - მარინა სალუქვაძის ფილმის ჩვენება და დისკუსია აკადემიაში


ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიას რეჟისორი და სცენარისტი მარინა სალუქვაძე ესტუმრა. მან აკადემიის უფროსკლასელებს საბჭოთა რეპრესიებზე გადაღებული ფილმი „თაბაშირის იუდა“ უჩვენა. მოსწავლეებს შეხვდა ფილმში გამოყენებული მუსიკის ავტორი ზაზა მარჯანიშვილიც.


„თაბაშირის იუდა“ 1930-იანი წლების ე.წ. „წითელ ტერორსა“ და საბჭოთა რეპრესიებს ასახავს. სიუჟეტი აგებულია გადასახლებული სკოლის მასწავლებლის „გულაგიდან“ გამოგზავნილ წერილებსა და იმ პერიოდის უნიკალურ საარქივო მასალებზე დაყრდნობით. ფილმში რეჟისორის ოჯახის წევრების ტრაგედიაა მოთხრობილი.


„თაბაშირის იუდა“-ს ჩვენების შემდეგ, აუდიტორიასა და ავტორს შორის მცირე დისკუსია შედგა. როგორც მარინა სალუქვაძემ მოსწავლეებს განუმარტა, დღევანდელმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ სამარცხვინოდ ექცეოდა საბჭოთა რეჟიმი საქართველოს მოსახლეობას, რათა მომავალში მსგავსი ქმედება აღარავინ გაიმეოროს.

თანამედროვე განათლების აკადემიაში, ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები მთელი კვირის განმავლობაში იმართება, რომლის მიზანსაც საბჭოთა ოკუპაციასა და რეპრესიების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება წარმოადგენს.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page