top of page

ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე!

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 2, 2020
  • 1 min read

Updated: Jan 12, 2021


#ვისაუბროთკულტურულმემკვიდრეობაზე #შემოქმედებითისაქართველოს, #კულტურისსამინისტროს და „#საგა-ს - საქართველოს აკადემიური გამომცემლობის“ ერთობლივი პროექტია.

"თანამედროვე განათლების აკადემიის" მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ პროექტში, რომლის ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ დისტანციურად ლექციებს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლის მეთოდებს შეეხებოდა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა შეესწავლათ და აღეწერათ კულტურული მემკვიდრეობის ერთი ძეგლი. პროექტში ჩართული იყო სკოლები მთელი საქართველოდან. აკადემიის მოსწავლეებმა აირჩიეს შესასწავლად დავით სარაჯიშვილის სახლი. მოსწავლეებმა მოამზადეს მასალა და პრეზენტაცია, რომელიც უკვე ატვირთულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ინტერაქტიულ რუკაზე. ჩვენმა მოსწავლეებმა ამ ნამუშევრით თავისი წვლილი შეიტანეს კულტურის ძეგლთა გზამკვლევის შექმნაში.

აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლე ახალგაზრდობაში კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

იხილეთ ბმული:http://apgeorgia.com/projects/index.php/map/

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page