top of page

"ვარსკვლავების" საშობაო სპექტაკლი "მაკნატუნა"

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ვარსკვლავების“ აღსაზრდელებმა საშობაო სპექტაკლი „მაკნატუნა“ წარმოადგინეს, რომელზეც მშობლები და აკადემიის თანამშრომლები მოიწვიეს. პატარებმა მარიას, ფრიცის, პრინცესას, მეფე-დედოფლის, მაკნატუნას, თაგვებისა და სხვა პერსონაჟების როლები არაჩვეულებრივად შეასრულეს და მოჯადოებულ მაკნატუნას პირვანდელი სახის დაბრუნებაში დაეხმარნენ.


სპექტაკლი ბავშვებმა თემატური სიმღერებითა და ცეკვებით გააფორმეს, რომელზეც მასწავლებლებმა, ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა იმუშავეს.


თეატრალური წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბავშვებმა თოვლის პაპას მოუხმეს, რომელმაც პატარები საახალწლო საჩუქრებით გაახარა.


სპექტაკლზე აღმზრდელებმა ნანა ნოზაძემ და თამარ გოგატიშვილმა იმუშავეს.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page