top of page

"ვარსკვლავების" აღსაზრდელებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების როლები მოირგეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 4, 2023
  • 1 min read

Updated: Apr 6, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ვარსკვლავების“ აღსაზრდელებმა მშობლებს ღონისძიებაზე უმასპინძლეს. პატარებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანების როლები მოირგეს და მოწვეული სტუმრებისთვის სცენები გაითამაშეს.


ბავშვები პროფესიების თემას რამდენიმე დღის განმავლობაში სწავლობდნენ. პატარებმა თითოეულის მნიშვნელობა გაიაზრეს და მშობლებს მათი საქმიანობის შესახებ უამბეს. შემდეგ კი აღსაზრდელებმა მათ მიერ შერჩეული პროფესია დაასახელეს და განმარტეს, თუ რატომ შეაჩერეს მასზე არჩევანი.

ღონისძიებას ორგანიზება „ვარსკვლავების“ აღმზრდელებმა ნანა ნოზაძემ და ნათია კიკნაძემ გაუწიეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page