
თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ბ კლასის პროექტის ფარგლებში „ექიმი მშობელი“ მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად, ბავშვებს დემეტრე ჟღენტის ბებია, კარდიოლოგი სოფო ალელიშვილი ესტუმრა. ექიმმა მოსწავლეებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის მნიშვნელობა აუხსნა, საინტერესო ფაქტები გაუზიარა ჯანმრთელობის შესახებ და მათ კითხვებსაც სიამოვნებით უპასუხა.
პროექტი კლასის დამრიგებლის, ნია ყანჩაველის ინიციატივით ხორციელდება. მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს ახალი ცოდნის შეძენასა და მათი ინტერესის სფეროს გაფართოებაში ეხმარება, გარდა ამისა მშობლებისა და ბებია-ბაბუების პროფესიული გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.
Comments