
თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის ჯგუფის „პეპლების“ აღსაზრდელებმა მშობლებისა და მოწვეული სტუმრებისთვის ჯადოსნური „ელფების სახელოსნო“ წარმოადგინეს.
პატარებმა შობის ელფების თავგადასავალი გააცოცხლეს, გაითამაშეს საჩუქრების დამზადებისა და საახალწლო სამზადისის პროცესი. ბავშვების შესრულებამ აკადემიაში ჯადოსნური განწყობა შექმნა.
ღონისძიება გაფორმებული იყო თემატური სიმღერებითა და ცეკვებით, რომელზეც მასწავლებლებმა, ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა იმუშავეს. საბოლოოდ პატარებმა შემოქმედებითი და მხიარული წარმოდგენა შემოგვთავაზეს.
ღონისძიების დასასრულს, აღსაზრდელებთან საჩუქრებით დახუნძლული თოვლის პაპა მოვიდა, რამაც ბავშვების დიდი ჟრიამული გამოიწვია.
საახალწლო აქტივობას ორგანიზება აღმზრდელებმა, ნათია კიკნაძემ და მარიამ ბირბიჩაძემ გაუწიეს.
Comments