top of page

„ევროპის გზა“ - სამაგიდო თამაში IX-X კლასის მოსწავლეებისთვის




თანამედროვე განათლების აკადემიის IX-X კლასის მოსწავლეებმა სამაგიდო თამაში „ევროპის გზა“ ითამაშეს. აქტივობა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, მარიამ დანელიას ინიციატივით გაიმართა და ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.


თამაშისთვის მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და შეეცადნენ დასმული კითხვებისთვის სწორად ეპასუხათ. აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდები ევროკავშირის შესახებ საინტერესო ფაქტებსა და მოვლენებს გაეცნენ.

 

სამაგიდო თამაში „ევროპის გზა“ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მისი მიზანია, გაიგონ ახალგაზრდებმა რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება და ხელი შეუშალოს დეზინფორმაციის გავრცელებას.

______________

Comments


bottom of page