დემეტრე ჯაფარიძე ვილნიუსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა
- CEA

- Apr 15
- 1 min read

კიდევ ერთი წარმატება თანამედროვე განათლების აკადემიაში! XII კლასის მოსწავლე, დემეტრე ჯაფარიძე, ვილნიუსის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. დემეტრე ლიეტუვაში, ოთხი წლის განმავლობაში, ბიზნესის მენეჯმენტს შეისწავლის.
მის წარმატებაში აკადემიის წვლილი დიდია. აქ მიღებული ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ, ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულიყო.
დემეტრეს განსაკუთრებული მხარდაჭერა ინგლისური ენის მასწავლებელმა, გიორგი კვიკვინიამ გაუწია, რომელიც უნივერსიტეტის შერჩევასა და ჩასარიცხად საჭირო ყველა პროცედურის გავლაში დაეხმარა, ასევე მოამზადა ინგლისური ენის გამოცდისა და გასაუბრებისთვის.
დემეტრე აკადემიაში გახსნის დღიდან სწავლობს. ამბობს, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანაში გამოიყენებს.
ვულოცავთ დემეტრეს ამ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გვჯერა, რომ ის საკუთარ სახელს კიდევ ბევრჯერ ჩაწერს წარმატებული ახალგაზრდების ისტორიაში. წინ დიდი გამოწვევები და ახალი მწვერვალებია!


Comments