თანამედროვე განათლების აკადემია დედამიწის დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ, მეოთხე ბ კლასის მოსწავლეებს სხვადასხვა დავალება მისცა.
ბავშვებმა თემასთან დაკავშირებული კროსვორდები ამოხსნეს, შემდეგ კი შესაბამისი პოსტერების მომზადება დაევალათ. მოსწავლეებმა დავალებები ძირითადად ჯგუფურად შეასრულეს.
22 აპრილს დედამიწის დღეს,1970 წლიდან მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც პლანეტის სასიკეთოდ, გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას ემსახურება. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Bình luận