
თანამედროვე განათლების აკადემიის მეხუთე ა კლასის მოსწავლეებმა საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელეს, რომელსაც „დედამიწა ჩემი სახლია“ დაარქვეს, დაამზადეს პლანეტების მაკეტი და თანატოლებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინეს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ხაზგასმით ისაუბრეს დედამიწის მნიშვნელობაზე კაცობრიობის ისტორიაში, განიხილეს, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს, წარმოადგინეს საკუთარი იდეები, თუ რა როლი გვეკისრება იმისთვის, რომ ჩვენი პლანეტა მომავალი თაობებს შევუნარჩუნოთ.
პრეზენტაციის შემდეგ, ბავშვებმა მაიკლ ჯექსონის სიმღერა "Earth Song" შეასრულეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს გარემოს დაცვის მნიშვნელობა.
პროექტი ინტეგრირებული იყო და მის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის ხელოვნების მასწავლებელმა ელენე თევზაძემ, მათემატიკის მასწავლებელმა ნინო ქემოკლიძემ, ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ელენე ჯოხაძემ, მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ და კლასის ტუტორმა თამარ პეტრიაშვილმა.
პროექტის მიზანს მოზარდებში ეკოლოგიური განათლების მნიშვნელობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება წარმოადგენდა.
Comments