დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, XI კლასელებისთვის აქტივობა გაიმართა
- CEA
- Apr 23, 2024
- 1 min read
Updated: Apr 24, 2024

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიის XI კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობა გაიმართა. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინა ჯავახიშვილმა ორ ჯგუფად დაყოფილ კლასს სხვადასხვა სახის დავალება მისცა.
პირველი დავალების მიხედვით, ორი, ერთი და იგივე მნიშვნელობის სიტყვიდან, სწორი ვარიანტი უნდა დაესახელებინათ. შემდეგ მათ, ორ ნაწილად გაყოფილი წინადადებებით, ანდაზების აწყობა დაევალათ. მესამე დავალების მიხედვით, მოსწავლეებს ქართული სიტყვების ახსნა-განმარტება უნდა მოეფიქრებინათ და ბოლოს, ფრაზეოლოგიზმების მეტაფორული მნიშვნელობა უნდა განემარტათ.
დავალებები გავლილი მასალიდან იყო შერჩეული და მოსწავლეებს შესწავლილი საკითხების გამეორების შესაძლებლობა მიეცათ.
______________
Comments