top of page

პატარა აკადემიელებმა თაბაშირის ნამუშევრები შექმნეს, რომელზეც ძველქართული წარწერები დაიტანეს


დედაენის დღესთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიის მეორე ბ კლასის მოსწავლეებმა თიხის იმიტირებული ფირფიტები დაამზადეს, შემდეგ კი ძველქართული წარწერები ამოტვიფრეს.


შემოქმედებითი აქტივობა კლასის დამრიგებლის მანანა მაისურაძის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.


საქართველოში 14 აპრილს დედა ენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წელს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა გაუქმებულიყო. ცვლილების წინააღმდეგ, 14 აპრილს თბილისში სტუდენტური გამოსვლები დაიწყო. მანიფესტაციებმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

______________

Comments


bottom of page