top of page

დათუნა ადამაშვილის შეხვედრა მოსწავლეებთან და წიგნების გამოფენა-გაყიდვა CEA-ში


თანამედროვე განათლების აკადემიაში გამომცემლობა “ინტელექტისა” და "არტანუჯის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პროექტის - "ინტელექტი სკოლას" ფარგლებში, წიგნები 40-60%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.


ასევე, შედგა შეხვედრა წიგნის პატარა კონსულტანტთან დათუნა ადამაშვილთან, რომელმაც სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია წარმოადგინა. დათუნამ თანატოლებს, მათი ასაკისა და ინტერესების შესაბამისად, საინტერესო წიგნების წაკითხვა ურჩია.

თანამედროვე განათლების აკადემიაში გამომცემლობა “ინტელექტისა” და "არტანუჯის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა, წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულთან დაკავშირებით გაიმართა.

______________

bottom of page