top of page

დავით აღმაშენებლის ეპოქაზე აკადემიაში ვიქტორინა გაიმართა


თანამედროვე განათლების აკადემიაში დავით აღმაშენებლის ეპოქაზე ვიქტორინა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ბავშვები ოთხ ჯგუფად გადანაწილდნენ და წინასწარ მომზადებულ 30 კითხვას უპასუხეს. მთავარი პრინციპი პასუხის სწორად და სწრაფად დაფიქსირება იყო.


ვიქტორინის შედეგებით ორი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა. პირველ ადგილზე მესამე ჯგუფი გავიდა, ხოლო მეორე ადგილი მეორე ჯგუფმა დაიკავა.


ფინალური ეტაპისთვის გამარჯვებულ ჯგუფებს დავით აღმაშენებლის ეპოქაზე პრეზენტაციის მომზადება დაევალათ. ერთი კვირის შემდეგ, ორივე ჯგუფი საკუთარ ნამუშევარს წარმოადგენს. პრეზენტაციას სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს.


ვიქტორინისთვის კითხვები ისტორიის მასწავლებელმა ნინო მიმინოშვილმა და დირექტორმა დავით მალაზონიამ მოამზადეს. ღონისძიება დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს მიეძღვნა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page