გოგრის ფესტივალი CEA-ში
- CEA
- Nov 13, 2023
- 1 min read
Updated: Nov 24, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღისა და ფრესქულის ორგანიზებით, აკადემიის ეზოში, გოგრის ფესტივალი გაიმართა. აღსაზრდელებს ხილ-ბოსტნეულით სხვადასხვა დიზაინის შექმნა დაევალათ. ფესტივალში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, რომლებმაც პატარებთან ერთად, ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს.
პარალელურად გაიმართა აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენაც, რომელშიც ძირითადად გოგრა ფიგურირებდა. გამოიფინა ნახატები და სხვადასხვა მასალით დამზადებული ნივთები.
თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის ფესტივალის ორგანიზატორებს, აღმზრდელებს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისთვის.
______________
Kommentare