გიორგი კეკელიძე სტუმრად CEA-ში
- CEA
- Mar 24
- 1 min read
Updated: Apr 7

თანამედროვე განათლების აკადემიას მწერალი, პოეტი და ლიტერატორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა. შეხვედრის ფარგლებში სტუმარმა ლიტერატურაზე, წიგნების ძალასა და ქართველი მწერლების როლზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კითხვასა და წიგნიერების მნიშვნელობას. ასევე, შეეხო ხელოვნური ინტელექტის თემას და განიხილა შეცვლის თუ არა ციფრული რეალობა წიგნის კითხვის კულტურას.
შეხვედრის მეორე ნაწილში სტუმრისა და აუდიტორიის წინაშე აკადემიის მეათე კლასის მოსწავლე ელენე ჯღარკავა წარსდგა, რომელმაც საზოგადოებას თავისი დაწერილი პოემა გააცნო. მან ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა პოემა ძველი ქართული სტილით დაეწერა და მისი შეფასება გიორგი კეკელიძეს სთხოვა.
აქტივობა აკადემიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრის ნატალია რუხაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
תגובות