top of page

გაიცანით CEA-ს გუნდი!


KaToo Gurgenidze - დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

კატო თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის გუნდს წელს შემოემატა, ჩვენი კატო ძალიან მშრომელი, დაუზარელი, ენერგიული და მხიარული ადამიანია, რომელმაც მოკლე დროში ყველას ძალიან შეაყვარა თავი.

"ჩემთვის თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA ძალიან მალე გადაიქცა ერთ დიდ ოჯახად, რომლის თითოეული წევრი ზრუნავს ერთმანეთის და რაც მთავარია, ბავშვების კეთილდღეობაზე, წარმატებასა და განვითარებაზე. უდიდესი ბედნიერების მომნიჭებელი იყო იმის აღმოჩენა, რომ სასკოლო საზოგადოების არცერთი წევრისთვის არ არსებობს ადგილი აკადემიაში, სადაც მათ "დახურული კარი" დახვდებათ. უწყვეტი თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, მეგობრობა, მუდმივ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა არის ის, რის გამოც ამ გარემოში ჰარმონიულად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორედ ისაა, რომ აქ მომუშავე თითოეული ადამიანი ყველაფერს ვაკეთებთ ბავშვების ბედნიერი, წარმატებული, რეალიზებული ცხოვრებისა და მათ კეთილშობილ, კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალ პიროვნებებად ჩამოყალიბებისთვის. ჩემთვის აკადემია არის ადგილი, რომელიც თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის უწყვეტი ურთიერთობით-კომუნიკაციით ვითარდება, სწავლობს და ასწავლის".

_____________

Comments


bottom of page