top of page

გაეროს მოდელირება

  • Writer: CEA
    CEA
  • Feb 24, 2020
  • 1 min read

Updated: Feb 28, 2020

თანამედროვე განათლების აკადემიაში დაიწყო გაეროს მოდელირება რომელიც გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში. გაეროს მოდელირებაში მონაწილეობას იღებენ აკადემიის მე-8; მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ გაეროს მოდელირება წარიმართება ინგლისურ ენაზე. მოსწავლეები მოდელირების პროცესში ხდებიან დიპლომატები, ისინი წარადგენენ და დაიცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს.

გაეროს მოდელირების მიზანია:

  • მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები;

  • გაიღრმავონ ლიდერული თვისებები;

  • ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები.

თანამედროვე განათლების აკადემია მადლობას უხდის მე-10 კლასის მოსწავლეს თათული შავიშვილს გაეროს მოდელირების ორგანიზებისა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის.

თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით .#ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld



تعليقات


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page