"ბოლო ზარი" CEA-ში
- CEA
- May 25, 2023
- 1 min read
Updated: Jun 1, 2023

თანამედროვე განათლების აკადემიაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. საზეიმო ცერემონიაზე, მანტიებით შემოსილ მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით აკადემიის დირექტორმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიმართეს.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე, რომელმაც მოსწავლეებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიების დასასრულს დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა. თანამედროვე განათლების აკადემიისგან თითოეულმა მოსწავლემ 12 კლასის წარმატებით დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.

Comments