
თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, საინტერესო ბიზნესიდეები მოიფიქრონ და შესაბამისი დაფინანსებაც მოიპოვონ. ამ ინიციატივის შესახებ ინფორმაცია აკადემიელებს, XI კლასის მოსწავლემ, ალექსანდრე ქაშიბაძემ გაუზიარა. პრეზენტაციის წარგენისას მან ყურადღება გაამახვილა, როგორ უნდა შექმნან მოსწავლეებმა საკუთარი ბიზნესიდეები და პროტოტიპები.
იდეების დამუშავების პროცესში, სტარტაპების შემქმნელები და კომპეტენტური ექსპერტები ჩაერთვებიან, რომლებიც მოსწავლეებს საჭირო ინფორმაციას გაუზიარებენ. საბოლოო ეტაპზე მოზარდები თავიანთ პროექტებს წარმოადგენენ და საუკეთესო ბიზნესიდეაზე ინვესტორებისგან დაფინანსებას მოიპოვებენ.
პროექტი თანამედროვე განათლების აკადემიის IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის განსაზღვრული. რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.
აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას ბიზნესის სფეროში და აძლევს მათ შესაძლებლობას, თავიანთი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ.
Comments