top of page

ბექა მინდიაშვილის ლექცია ტოლერანტობის თემაზე

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 21, 2023
  • 1 min read

Updated: Nov 24, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიაში ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ლექცია ჩაატარა. სტუმარმა ისაუბრა ტოლერანტობის მნიშვნელობაზე და განმარტა, რამდენად აუცილებელია კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემა, დიალოგი და თანამშრომლობა.


ლექციაში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეებიც. ბექა მინდიაშვილი შეეცადა, ამ მნიშვნელოვანი თემით ახალგაზრდები დაეინტერესებინა და ტოლერანტობის შესახებ მათი აზრები და შეხედულებებიც მოესმინა.


საგანმანათლებლო ღონისძიება ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #CEA #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Commentaires


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page