top of page

ბეჟან ჯავახიამ 9 აპრილის თემაზე CEA-ში ლექცია ჩაატარა


9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის - ამ თემაზე თანამედროვე განათლების აკადემიაში საჯარო ლექცია გაიმართა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბეჟან ჯავახია უფროსკლასელებს შეხვდა. მათ 1989-91 წლის მნიშვნელოვანი მოვლენების ჯაჭვი გააცნო, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა განაპირობა.


ბეჟან ჯავახია თავად იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე. იგი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოაწერა. ბეჟან ჯავახია ასევე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. ზუსტად 2 წლის თავზე, ზვიად გამსახურდიამ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა შემდეგი სიტყვებით მიულოცა: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“

______________

Comments


bottom of page