თანამედროვე განათლების აკადემიაში ანიმაციების კონკურსი გაიმართა. თემა თავისუფალი იყო და მასში მონაწილეობის მიღება VI-დან X კლასის ჩათვლით მოსწავლეებს შეეძლოთ. ბავშვებმა, ძირითადად, ჯგუფურად იმუშავეს და თავიანთი ნამუშევრები აუდიტორიას და ჟიურის წარუდგინეს.
კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ ოთხ ნომინაციაში გამოავლინა. ესენია: „საუკეთესო სიუჟეტი“, „ორიგინალური იდეა“, „საუკეთესო ვიზუალი“ და „ჟიურის რჩეული“.
ნომინაციაში „საუკეთესო სიუჟეტი“ გაიმარჯვა VIII დ კლასის გუნდმა. წევრები: მარიამ გომიაშვილი, მაშო ასაშვილი, ირინა შათირიშვილი, ნინი ბაღაშვილი, ქეთევან შხვაცაბაია, მაშო შარაშენიძე, ანა გიორგაძე;
ნომინაცია „საუკეთესო ვიზუალი“ – VI ბ კლასი. გუნდის წევრები: ანა ბრელიძე, ლიზა ბაღაშვილი, გიორგი ბაგრატიონი, ზურაბ თოდუა;
ნომინაცია „ორიგინალური იდეა“ – VIII დ კლასი. გუნდის წევრები: გურამ გორგაძე, დამიანე გაბუნია, გიორგი სვანაძე, ლუკა გურგენიძე, მიქაელ შანშიაშვილი, ალექსანდრე შარვაძე;
ნომინაცია „ჟიურის რჩეული“ - VIII დ კლასი. გუნდის წევრები: მართა გეთიაშვილი, საბა კვეზერელი, სანდრო რუხაძე.
გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს აკადემიისგან სერტიფიკატები გადაეცათ.
ანიმაციების კონკურსი აკადემიის საზოგადოებრივი მეცნიერებების და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელის, ნინო მიმინოშვილისა და მასწავლებლების, მარინა ჯავახიშვილისა და ნინელი ნეფარიძის ორგანიზებით გაიმართა.
______________
Comentarios