top of page

აკადემიის საბავშვო ბაღში ხილისა და ბოსტნეულის თემაზე პრეზენტაცია გაიმართა

თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის ჯგუფში „პეპლები,“ ხილისა და ბოსტნეულის თემაზე, სახალისო და შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა. პატარებმა აღმზრდელების, ნათია კიკნაძისა და მარიამ ბირბიჩაძის მიერ მომზადებულ საინტერესო კითხვებს უპასუხეს და საკუთარი ცოდნა გამოავლინეს. პარალელურად, სივრცე გაფორმდა ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებით, რომელიც ასევე, ხილისა და ბოსტნეულის თემაზე მომზადდა.


ღონისძიების მეორე ნაწილი მშობლების აქტიური ჩართულობით გაგრძელდა. მათი დახმარებით, აღსაზრდელებმა ხილ-ბოსტნეულისგან განსხვავებული და კრეატიული არტ-ნამუშევრები შექმნეს.


პატარებმა პროცესით ბევრი იხალისეს. აღმზრდელების მიერ მომზადებულმა აქტივობებმა მათ დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე შეუქმნა.

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page