top of page

აკადემიის მოსწავლემ, კინგსის ოლიმპიადაზე, საქართველოს მასშტაბით, პირველი ადგილი დაიკავა


თანამედროვე განათლების აკადემიის მესამეკლასელი ნუცა ჭუმბურიძე კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებისთვის დაჯილდოვდა. მან 2022 წლის შემოდგომის ლიგის რეიტინგში, საქართველოს მასშტაბით, ინგლისურ ენაში, პირველი ადგილი დაიკავა.


დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, ნუცას შესაბამისი დიპლომი და კინგსის რჩეულთა ბანაკის საგზური გადაეცა.

თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს ნუცა ჭუმბურიძეს საქართველოს მასშტაბით მოპოვებულ წარმატებას!

______________

bottom of page