top of page

აკადემიის მოსწავლეებს, UCMAS-ის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიაზე, სერტიფიკატები გადაეცათ


თანამედროვე განათლების აკადემიის სამი მოსწავლე საერთაშორისო გამოცდის წარმატებით ჩაბარებასა და ონლაინ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. პატარა აკადემიელებს UCMAS-ის დაჯილდოების ცერემონიაზე სერტიფიკატები საჯაროდ გადაეცათ. ესენი არიან:


▪️ მე-4 ა კლასის მოსწავლე ანდრია ნიორაძე;

▪️ მე-3 ბ კლასის მოსწავლე ელიზაბეთ შვარცი;

▪️ მე-2 ბ კლასის მოსწავლე ლილე მახარაძე.


დაჯილდოების ცერემონია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები, საქართველოს მასშტაბით, UCMAS-ის 𝟐𝟎𝟐𝟏-𝟐𝟎𝟐𝟐 სასწავლო წლის 400-ზე მეტ მოსწავლეს გადაეცა.

UCMAS-ი მენტალურ მათემატიკასა და აბაკუსზე დაფუძნებული გონებრივი განვითარების პროგრამაა. მასში ჩართვა 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ.


თანამედროვე განათლების აკადემია ანდრია ნიორაძეს, ელიზაბეთ შვარცსა და ლილე მახარაძეს ულოცავს წარმატებას!

______________

#ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld

#თანამედროვეგანათლებისაკადემია

#ContemporaryEducationAcademy

#CEA

#კერძოსკოლა #ბაღი #Preschool

bottom of page