top of page

აკადემიის მოსწავლეებმა ნარჩენების მართვაზე საინფორმაციო პოსტერები მოამზადეს

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 30, 2023
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემაზე პროექტი განახორციელეს, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხებას, რეციკლირებასა და შემცირებას ეხებოდა.


ბუნებისმეტყველების მასწავლებელთან მიხეილ ჯოგლიძესთან ერთად, მოსწავლეები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ახარისხებდნენ. მუშაობის პროცესში შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, რომელიც შემდეგ აკადემიაში სტენდზე გამოფინეს.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი სახის პოსტერები მოსწავლეებში, ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

______________

Comentários


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page