აკადემიის მოსწავლებისთვის ოკუპაციის თემაზე, ლექცია-ვორქშოპი მოეწყო
- CEA
- Feb 16, 2023
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის VIII-IX კლასის მოსწავლეები საქართველოს ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ. მათთვის ოკუპაციის თემაზე შემეცნებითი ლექცია-ვორქშოპი მოეწყო.
მოსწავლეები საქართველოს საზღვრების ნამდვილ ისტორიას სხვადასხვა აქტივობით გაეცნენ: მოისმინეს ლექცია, ნახეს 15 წუთიანი შემეცნებითი ფილმი, დაათვალიერეს ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური რუკების კოლექცია და უცხოელი მოგზაურების მიერ შედგენილი ნახაზები, სადაც სახელმწიფოს საზღვრების ნამდვილი ისტორია ნათლად ჩანს.
ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებმა პროექტზე, სახელწოდებით, "პასუხი ოკუპაციას" იმუშავეს, შეადგინეს სქემები და საკუთარი ხელით შექმნეს რუკები. ასევე, მარტივი ლოგიკით გაშიფრეს გეოგრაფიული გამოცანები.
მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ლექცია-ვორქშოპი ისტორიის მასწავლებლის ნინო მიმინოშვილის ინიციატივით მოეწყო. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comentários