top of page

აკადემიის დირექტორმა დავით მალაზონიამ, საბჭოთა ოკუპაციის თემაზე ლექცია ჩაატარა


ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, თანამედროვე განათლების აკადემიის დირექტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით მალაზონიამ ლექცია ჩაატარა. მან უფროსკლასელებს განუმარტა, რატომ არ იყო საბჭოთა სახელმწიფო ჩვენი ქვეყანა.


ლექცია შეეხებოდა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდს და წარმოაჩენდა ბოლშევიკური რეჟიმის რეპრესიულ ხასიათს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა წარმოდგენილი პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა საზოგადოების იმ დროინდელ ყოფაზე, იმპერიის სისასტიკეზე, მოსახლეობის პროტესტზე და ეკლესიის როლზე.

საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში 2011 წლიდან ყოველი წლის 25 თებერვალს აღინიშნება. სწორედ 1921 წლის ამ დღეს, წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა დამყარდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page