top of page

აკადემიელები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ

  • Writer: CEA
    CEA
  • May 11, 2023
  • 1 min read

Updated: May 23, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ. აკადემიელებმა საგამოფენო დარბაზები დაათვალიერეს და მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მასალას გაეცნენ.


მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ ენახათ მუზეუმში განთავსებული მემორიალური ნივთები, პირადი არქივები, ილიას მიერ შექმნილი ნაწარმოებების სხვადასხვა გამოცემა, აგრეთვე მისი შემოქმედებისა და ცხოვრება-მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ლიტერატურა: სამეცნიერო შრომები, მონოგრაფიები, სტატიები, ნარკვევები დოკუმენტური და ფოტო მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები და სხვა.

ილია ჭავჭავაძე, მეუღლესთან ერთად, ამ სახლში 1888-1901 წლებში ცხოვრობდა, რომელიც თავისი დის, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილის საკუთრებას წარმოადგენდა. ამ შენობას უკავშირდება ილიას საზოგადოებრივ – პოლიტიკური და შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები. ამასთან, აქ იყო მოთავსებული გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. აქ იღებდა სათავეს მთელი რიგი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და კულტურული წამოწყებები.


ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი თბილისში 1982 წლის 30 დეკემბერს დაარსდა. მის ბაზაზე ახლანდელი მუზეუმი 1987 წლის 27 ოქტომბერს, მწერლის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page