თანამედროვე განათლების აკადემიაში ძმები გრიმების ზღაპრებზე გადაღებული ფილმების ჩვენება მოეწყო. გერმანული, რუსული და ინგლისური სექტორის მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპრების ეკრანიზაცია შესაბამის ენებზე ნახეს, რის შემდეგაც მათ მცირე განხილვა მოაწყვეს.
ფილმების ჩვენება ძმები გრიმების ერთ-ერთი წარმომადგენლის იუბილეს მიეძღვნა. 24 თებერვალს ვილჰელმ გრიმი დაიბადა. იაკობი და ვილჰელმი ხალხური ზღაპრების შეგროვებითა და გამოცემით გახდნენ ცნობილნი, თუმცა ისინი გერმანისტიკისა და ფილოლოგიის ფუძემდებლებად ითვლებიან.
ძმები გრიმები იკვლევდნენ ზღაპრების წარმომავლობას, მათ განვითარებას, წყაროებს, რითაც საფუძველი ჩაუყარეს მეზღაპრეობას, როგორც მეცნიერების ცალკე დარგს. ისინი კვლევის დროს იყენებდნენ არამარტო გერმანულ, ასევე შოტლანდიურ, ინგლისურ, ესპანურ, სერბულ, სკანდინავიურ, ნიდერლანდურ და ფინურ წყაროებს.
ცოლ-ქმარ გრიმებს ვილჰელმისა და იაკობის გარდა კიდევ 4 შვილი ჰყავდათ: კარლი, ფერდინანდი, ლუდვიგ ემილი და შარლოტა. გრიმების უმცროსი შვილი ლუდვიგ ემილი ცნობილი მხატვარი, გრავიორი და ილუსტრატორი გახდა. სწორედ მისი ნახატები ამშვენებდა უფროსი ძმების მიერ მომზადებული ზღაპრების კრებულებს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comentarios