top of page

აკადემიაში პოლარული დათვების მსოფლიო დღე აღნიშნეს


27 თებერვალი პოლარული დათვების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება და დათვების დაცვისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.


პოლარული დათვების მსოფლიო დღე, თანამედროვე განათლების აკადემიაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა აღნიშნეს. კლასის დამრიგებლებმა მათ ცხოველების შესახებ უამბეს, შემდეგ კი მოსწავლეებმა დოკუმენტური ფილმი ნახეს, სადაც თეთრი დათვების ცხოვრებაა აღწერილი.

პოლარული დათვები მხოლოდ არქტიკულ განედზე, ჩრდილოეთ პოლუსთან ბინადრობენ. ისინი თავს კომფორტულად გრძნობენ გარემოში, სადაც ტემპერატურა მინუს 45 გრადუსია. მეცნიერები შიშობენ, რომ არქტიკაში ყინულების დნობამ, რაც გლობალური დათბობის გამო ხდება, 2050 წლისთვის შესაძლოა, თეთრი დათვების ⅔ -ის დაღუპვა გამოიწვიოს.


ჩვეულებრივ, ზრდასრული დათვები 150-დან 550 კილოგრამამდე იწონიან, თუმცა, ამ დრომდე დარეგისტრირებულ დათვებს შორის, ყველაზე დიდი პოლარული დათვი 1 ტონას იწონიდა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comentários


bottom of page