top of page

"ადამიანთა სევდა" - VI ა კლასის სპექტაკლი

„ადამიანთა სევდა“ - ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემიაში, VI ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ღონისძიებაზე, რომლისთვისაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, მშობლები და აკადემიის თანამშრომლები მოიწვიეს. სპექტაკლს ოვაციებისა და აპლოდისმენტების გარეშე არ ჩაუვლია - ბავშვებმა პერსონაჟების როლები არაჩვეულებრივად შეასრულეს.

 

„ადამიანთა სევდა“ სიკეთეზე, სამართლიანობასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. მასში რამდენიმე ამბავი საერთო სიუჟეტური ძაფითაა გაერთიანებული. ყოველი მათგანი ადამიანის დადებით ბუნებასა და ღირსებებზე გვიამბობს.

 

სპექტაკლი, გოდერძი ჩოხელის რომანის მიხედვით, აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინა ჯავახიშვილმა მოამზადა. მუსიკალური გაფორმება მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ უზრუნველყო. ღონისძიებას კოორდინირება ტუტორმა ფატი გვაზავამ გაუწია.

______________

Comments


bottom of page