შენი კლუბი

აკადემიაში ფუნქციონირებს შემეცნებით-განმავითარებელი ხასიათის მრავალფეროვანი კლუბები, რომელთა მიზანია მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობა, შემოქმედებითი, ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების, სოციალური უნარების განვითარება და წახალისება. კლუბების საქმიანობა ხელს უწყობს 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას მოსწავლეებში, მათი ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და რეალიზებას
 

რობოტიკა

ხელმძღვანელი-მზეო კვინიკაძე

I-VI კლასი. კვირაში 2 დღე. კლუბი რობოტიკა არის ადგილი ბავშვებისთვის, რომელთაც მოსწონთ  თანამედროვე ტექნოლოგიები, აინტერესებთ  რობოტები, მათი სტრუქტურა და პროგრამირება.  რობოტიკის კლუბზე ბავშვები განივითარებენ  დამოუკიდებლობას, ისწავლიან პროგრამის წერას , შექმნიან რობოტებს და მათსავე დაწერილი პროგრამით აამოძრავებენ. ისინი განივითარებენ ანალიტიკურ, შემოქმედებით აზროვნებასა და ისწავლიან მარტივ პროგრამის ენას. 

მე-წიგნიერი

ხელმძღვანელი-ნინელი ნეფარიძე

კვირაში 2 დღე, 50 წუთი, მოსწავლე შეძლებს  წაკითხულის განხილვას, არგუმენტირებულ მსჯელობას, ტექსტის ანალიზს, ტექსტში მოცემული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირებას, ძირითადი აზრის წვდომას, მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დადგენას. გაუძლიერდება პოზიტიური დამოკიდებულება კითხვისადმი                                                                                                                                                                           

ICT

ხელმძღვანელი-კობა ვასაძე

III-IV კლასი, კვირაში 2 დღე. პრაქტიკული და თეორიული სამუშაოების საშუალებით საბაზისო ცოდნის მიღება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.                                                                   

ცეკვის კლუბი

ხელმძღვანელი-ინგა ყაველაშვილი

I-V კლასი, კვირაში 2 დღე. 50 წუთი, მოსწავლეები შეისწავლიან როგორც ქართული, ასევე უცხოურ მუსიკაზე დადგმულ ცეკვებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა მხოლოდ მუსიკალური მელოდიების თავისებურებებით, არამედ, ტემპით, ხასიათით და საცეკვაო ლექსიკით. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს ექმნებათ საშუალება წარმოდგენილი მრავალფეროვანი მელოდიების ხარჯზე, გაამდიდრონ თავიანთი საცეკვაო ლექსიკა.                                                                                      

კრიტიკული აზროვნების კლუბი

ხელმძღვანელი-ნინი ჭაჭია

III-X კლასი, კვირაში 1 დღე, 60 წუთი, კლუბის მიზანი-მოსწავლეებში თვითრეფლექსიისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.                                                                                                                        

ნარჩენების ხელოვნება

ხელმძღვანელი-ლანა გაბრიჩიძე

I-IV კლასი, კვირაში 2 დღე, 50 წუთი, მოსწავლეებში  შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეყობა. ნარჩენებით ახალი ნივთების შექმნის საფუძველზე, ისწავლონ და შემდეგ გაუზიარონ საზოგადოებას თუ როგორ შეიძლება იზრუნონ გარემოზე და დაიცვან დედამიწა.                    

კლუბი ილუსტრატორი

ხელმძღვანელი-ქეთევან ცინცაძე

I-V კლასი, კვირაში 2 დღე, 50 წუთი, კლუბი ილუსტრატორი არის ადგილი ბავშვებისთვის, რომელთაც მოწონთ ხატვა, კითხვა და აინტერესებთ ილუსტრირებული წიგნები, სადაც ისინი განივითარებენ შემოქმედებით აზროვნებასა და აქტიური მოსმენის უნარებს.                                                       

არტ-მედია

ხელმძღვანელი-ნანა ვერულაშვილი

კვირაში 2 დღე, 50 წუთი, კლუბის მიზანია, ფორმალური განათლების პარალელურად მოსწავლეები  არაფორმალურ გარემოში დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა პრეზენტაციების გამართვა, ნიუსებისა და მასალების  მომზადება. გააკეთონ შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები, რომლებიც   ხელს შეუწყობს  მათ ინტერესების უკეთ წარმოჩენაში.                                                     

ფეხბურთი

ხელმძღვანელი-ლევან ხელაშვილი

I-VI კლასი, კვირაში 2 დღე, 50 წუთი, კლუბის მიზანია, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება. ფეხბურთის კლუბის ფარგლებში ისინი აიმაღლებენ ფიზიკურ მონაცემებს, განივითარებენ გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის  უნარებს. კლუბის ფარგლებში ისწავლიან ფეხბურთის ძირითად წესებსა და ილეთებს.                                                                                                       

ჭადრაკი

ხალმძღვანელი-ადა ქაქუთია

I-VI კლასი, კვირაში 2 დღე, 50 წუთი, ჭადრაკის კლუბში ბავშვებს საშუალება მიეცემათ დაეუფლონ ჭადრაკის თამაშის პრინციპებს, ჩამოუყალიბდეთ ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, შეძლონ ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

                                                                                                                                                                                                          

ფარიკაობა (ჰოროლი-ქართული საბძოლო ხელოვნება)

ხელმძღვანელი-მარიტა ბიბლაია

II-VI კლასი, კვირაში 2 დღე, 50 წუთი, ჰოროლი - ქართული ბრძოლის ამბავი,  ფარიკაობა, როგორც ფიზიკური აქტივობა, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის გამომუშავებას მოსწავლეებში, აამაღლებს თავდაჯერებულობას, თვითშეფასებას, პასუხისმგებლობის უნარ-ჩვევებს. ფარიკაობის სისტემატური გაკვეთილები ხელს შეუწყობს სხეულის გამძლეობას, ამტანობას და ამავდროულად, მას უადვილდება სხვა ფიზიკურ დატვირთვებთან დაკავშირებული აქტივობების ათვისება, ხელი შეუწყობს ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციას.            

Students Rebuild

ხელმძღვანელი-ჯენიფერ ფელანი

IV-V კლასი, კვირაში 1 დღე, 50 წუთი, მოსწავლეებში უცხოურ ენაზე საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობა. ემპათიის უნარის განვითარების ხელშეწყობა. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობების, პრეზენტაციების, პროექტების განხორციელების გზით, შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ გლობალური პრობლემების მოგვარებაში.კლუბი მთლიანად ეფუძნება საერთაშორისო პროგრამას.                                                                                    

პროგრამირების ინგლისურენოვანი კლუბი

ხელმძღვანელი-ნეგარ ვახიდი

V-X კლასი, კლუბის მიზანია საბაზისო C პროგრამირების ენის შესწავლა, კოდირების მნიშვნელობა და მისი გამოყენება.                                                                                                                                                                     

 გაიგე მეტი >

TED კლუბი

ხელმძღვანელი-ჯენიფერ ფალენი

კვირაში 2 დღე, 50 წუთი, განათლების გლობალური საზოგადოების გაცნობა სტუდენტებისათვის. 

                                                                                                                                                                                                          

ჩინური ენის კლუბი

ხელმძღვანელი-იუჯინგ ლუ

კვირაში 2 დღე, 50 წუთი, IV-X კლასი, ჩინური ენისა და კულტურის შესწავლა, აუდიო, სიტუაციური და კომუნიკატორული მეთოდების გამოყენებით.                                                                                                   

კულინარია

ხელმძღვანელი-ეთერი ინასარიძე

კვირაში 2 დღე, 50 წუთი, IV-X კლასი, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია. მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღიკვების მნიშვნელობას, გაეცნობიან ჯანსაღი საკვები პროდუქტების შერჩევის კრიტერიუმებს, საკვები პროდუქტების შენახვისა და დამუშავების წესებს, შეძლებენ საკვები ინგრედიენტებით სხვადასხვა კერძების და კულინარიული ნაწარმის შერჩევასა და მომზადებას.                                                          

მენტალური არითმეტიკა

UCMAS

კვირაში 1 დღე, 60 წუთი, პროგრამა ძირითადად მათემატიკაზეა ორიენტირებული და მისი საბოლოო შედეგი სწრაფი ზეპირი ანგარიშია, თუმცა პროგრამის თვითმიზანი ბევრად უფრო ღრმაა და ბავშვის სრულ გონებრივ განვითარებას ემსახურება როგორიც არის: კონცენტრაცია, დაკვირვება და განსჯა, წარმოსახვა და ვიზუალიზაცია, ფოტოგრაფიული მეხსიერება სიზუსტე და სიჩქარე, კრეატიულობა, თავდაჯერებულობა.

მეცნიერებების კლუბი

ხელმძღვანელი-ეკატერინე მიქაუტაძე

კვირაში 2 დღე, 50 წუთი, IV-VI კლასი, მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის აღძვრა, კვლევითი უნარების განვითარება, მეცნიერული წიგნიერება და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება. 
საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, კლუბის მუშაობა ითვალისწინებს სასწავლო გეგმის ზოგიერთი კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ექსტრა-კურიკურული აქტივობებით: 

  • Facebook
  • YouTube

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

დაგვიკავშირდით

მისამართი

ი.ჭავჭავაძის #37

თბილისი 0179

საქართველო