აკადემია სასწავლო პროცესის დაგეგმვის ახალ მოდელზე გადავიდა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, საკუთარი რესურსებით, ქმნის სკოლის კურიკულუმს I-VII კლასებში. დაგეგმვის ეს მოდელი მთლიანად ეფუძნება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტს „ახალი სკოლის მოდელი“. აღნიშნული განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნას, უნარ-ჩვევებს მისცემს და ღირებულებებს ჩამოუყალიბებს. აკადემიაში მუდმივად იმართება სამუშაო შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც აკადემიის მასწავლებლები სასწავლო გეგმებს ამზადებენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმისა და მოსწაველთა მზაობის, ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

 
სკოლამდელი აღზრდა
 
დაწყებითი საფეხური
საბაზო საფეხური
 
საშუალო საფეხური
 
  • Facebook
  • YouTube

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

დაგვიკავშირდით

მისამართი

ი.ჭავჭავაძის #37

თბილისი 0179

საქართველო